Monday, December 30, 2013

იმპრესიონისტები



იმპრესიონისტები


კლოდ მონე



მონე დაიბადა 1840 წლის  პარიზში და ის ოსკარის სახელით მოუნათლავთ. 1846 წელს მამამისი მთელ ოჯახთან ერთად გადავიდა ჰავრში.
ოსკარი ბავშვობიდანვე კარგად ხატავდა, 17 წლის ასაკში მის კარიკატურებს ეჟენ ბუდენი თავის საკანცელარიო ნაწარმთა სავაჭრო ჯიხურში ფენდა. ბუდენმა მაშინვე შეიცნო მომავალი დიდი მხატვარი. მან მონეს შეაგრძნობიდა პლენერის მთელი სიდიადე. ბუდემნა ოსკარს გააცნო გუსტავ კუბრე, იოკინდი, დობინი, რომელთა რეალისტურმა შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა მასზე. ბუდენმა დაარწმუნა მონე, რომ ფერწერა მისი ჭეშმარიტი მოწოდება იყო. მონეც დარწუმნა ამასში, თუმცა თავიდან მის სურვილს ეწინააღმდეგებოდნენ მშობლელი. ბოლოს მონემ დაჯინებული თხოვნით დაითანხმა მშობლელი და მათ ის ცოტახნით პარიზში, მხატვრულ სამყაროსთან გასაცნობად, გაუშვეს. მაგრამ პარიზმა ის დიდი ხნით დაიტოვა. პირობის დარღვევის გამო მამამისმა შუწყვიტა ფინანსური დახმარება და მონე იძულებული გახდა მამიდის მიერ შემოთავაზებულ მწირე დახმარებას დასჯერებოდა. ახალი დამოუკიდებელი ცხოვრების აღსანიშნად, მონემ ნათლობის სახელი, ოსკარი უარყო და კლოდი დაირქვა.

პოლ სეზანი


პოლ სეზანი ფრანგი მხატვარი, რომელმაც იმპრესიონიზმიდან კუბიზმში გადასვლის დამაკავშირებელი ხიდის როლი შეასრულა. ითვლება რა თანამედროვე სახვითი ხელოვნების მამად, პოლ სეზანის ნამუშევრები გეომეტრიული კომპოზიციისა და ბალანსისკენ მისწრაფებას აღწერს. სეზანი მის ტილოებზე სამ-განზომილებიან გამოსახულებებს ფერთა გამისა და გეომეტრიული შტრიხების შერწყმით ქმნიდა.


ედგარ დეგა




ედგარ დეგა ცნობილი ფრანგი მხატვარი და სკულპტურისტი.დეგა დაიბადა ბანკირის ოჯახში, ის იზრდებოდა ისეთ გარემოში, სადაც ხელოვნებას დიდად აფასებდნენ. ლიცეუმი რომ დაამთავრა ჩაირიცხანატიფი ხელოვნების სკოლაში“. ამასთან ლუი-ლამოტის სახელოსნოში მუშაობს, რომელიც ენგრის ერთერთი საუკეთესო მოწაფე იყო. დეგა იტალიის ხშირი სტუმარი იყო, რაც ენგრის გავლენას მოწმობს, ამასთან ნეაპოლში ცხოვრობდა დეგას ბევრი ნათესავი. 1857—1858 წლებში მან იტალიის XV—XVI საუკუნის სურათების ასლები გადმოიღო. მისი კუმირები გახდნენ მანტენია და ვერონეზე.


პიერ ოგიუსტ რენუარი


 ფრანგი მხატვარი და მოქანდაკე, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის იმპრესიონისტულისტილის განვითარებაში. 60-წლიანი აქტიური მოღვაწეობის მანძილზე რენუარმა დაახლოებით 6 000 ტილო შექმნა, რომელთაგან საუკეთესო სურათები ამჟამად მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტად არის შეფასებული.


ალფრედ სისლეი






ალფრედ სისლეი პარიზში, მდიდარი კონმერსანტის ოჯახში დაიბადა. მისი მშობლელი წარმოშობით ინგლისელები იყვნენ. მშობლებს სურდათ რომ ალფრედი ინგლისურ ენას სრულყოფილად დაუფლებოდა და მამამისის საქმიანობა შეესწავლა. 1870 წელს მან დახატა სურათისენ-მარტენის არხი პარიზშიეს წინა იმპრესიონისტული ნახატია, რომელიც გამოირჩევა თავისი ფერებით. ფერების ჰარმონია ბუნებრივი და წმინდაა.

No comments:

Post a Comment